აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა
-
-
* ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. "ბიო", მაგ.: Zero Gravity და სხვა...
-
* არბალეტი, ისრები, მშვილდი
-
* "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება.
-
* ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
-
* პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
-
* ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
-
* ტოქსიკური ნივთიერებები
-
* ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე)
-
* თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი
-
* ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
-
* ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
-
* რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
-
* ჟურნალები და კატალოგები
-
* პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონით და მათი აქსესუარები
-
* აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები და მათი აქსესუარები
* ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები
-
* წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები.
-
* პნევმატური იარაღის დატუმბული CO ბალონები და აქსესუარები.
-
* ზოგადად ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი, ნებისმიერი ზომის
-
* ნებისმიერი სახის ელექტრო შოკერი
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:
-
ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;
-
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
ბ.ბ) 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი;
ბ.გ) 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
-
ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით; ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; (9.12.2014 N 670)
-
* ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ."ბიო", არომატიზატორი.
ასეთი სახის ამანათის გამოგზავნის შემთხვევაში პროდუქცია განადგურდება და გზავნილის ადმინისტრაცია არ აანაზღაურებს საფასურს.
-
* ცოცხალი ცხოველები, თევზები, ფრინველები, მღრღნელები და მათ ფიტულები, ძვლები, ბეწვი და ა.შ..
-
* რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის.