Trucking - Careers

პირობები

შემსრულებელი: კომპანია "სენდექსი" მომხმარებელი: ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანია "სენდექსი""-ს გადაზიდვის სერვისით კომპანია "სენდექსი""-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდენა ვებ-გვერდზე www.sendex.ge მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია "სენდექსი""-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნულ მომსახურების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

  • 1.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.
  • 1.2 მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოგა 6000-ზე.
  • 1.3 ონლაინ ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 6.5 ევროს(ევროპა) 6.5 დოლარს(ამერიკა) ერთ კგ-ზე.პირადი ამანათები 6 დოლარი (გადახდის დღისთვის ევროს და დოლარის ეროვნული ბანკის კურსით ლარებში).
  • 1.4. ამანათებზე მინიმალური წონაა 100 გრ და გამოითვლება რეალური წონით.(გარდა იმ ამანათებისა რომლებიც არ ექვემდებარებიან გადაფუთვას წონის შემცირების მიზნით)
  • 1.5. ტრანსპორტირების საფასური შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს ან შემცირდეს, შეთავაზების საფუძველზე ან სხვა საერთაშორისო საჰაეროგადაზიდვების ტარიფების გაძვირების ან გაიაფების საფუძველზე.
  • 2,1, ამერიკული და გერმანული პარტნიორი კომპანიების საწყობებში შესული ნებისმიერი ამანათის შეფუთვა გადის გადაფუთვის პროცედურას, რაც გულისხმობს ამანათის ორიგინალი შეფუთვის მოშორებას ან შემცირებას, შეძლებისდაგვარად უფრო მცირე და კომპაქტურ ყუთში გადაფუთვას. 2.1,1, ფეხსაცმლის გადაფუთვა: ფეხსაცმლის გადაფუთვის ორი ვარიანტი არსებობს, პირველ შემთხვევაში ავტომატურად ნებისმიერს ფეხსაცმელს შორდება ყუთი და ხდებამისი გადადება პოლიეთილენის პარკში. გადაფუთვის მეორე ვარიანტი მოქმედებს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელსშეუძლია წინასწარ აირჩიოს მართვის პანელიდან, რომ არ გადაიფუთოს ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში და გამოიგზავნოს ორიგინალი შეფუთვით.
  • 2.1,2, ტანსაცმლის გადაფუთვა: ტანსაცმელის გადაფუთვა ხდება პარკში. ტანსაცმელი ყოველთვის ითვლება ფიზიკური წონით
  • 2.1,3 ელექტრონული პროდუქცია ელექტრონული პროდუქციის გადაფუთვა ხდება მხოლოდ ქარხნულ (მაღაზიის მიერ დაცული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად)შეფუთვამდე, ელექტრონული პროდუქციის ორიგინალი ყუთის გადაფუთვა არ ხდება, არ მოხდება ყუთის ზომაში შემცირება ან შიგნიდან დამცავი მასალის ამოღება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იზრდება ნივთის დაზიანების ალბათობა.
  • 3.1 ჩვენი კურიერის მომსახურება თბილისის ცენტრალური უბნები 5 ლარია. თბილისის გარე უბნები* 6 ლარი და საქართველოს რეგიონები 10 ლარი - 10 კგ-მდე ონლაინ ამანათის ტრანსპორტირებისას პირადი ამანათები უფასოა . *თბილისის გარე უბნებში შედის: ზაჰესის დასახლება/ ვარკეთილის მეურნეობის დასახლება/აეროპორტის დასახლება/ რუსთავის გზატკეცილი/ წყნეთი/ წავკისი.
  • 3.2 ვებ-გვერდზე მომხმარებლის მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის თბილისის საწყობში მიღებამდე.
  • 3.3 სანამ კურიერი მოვა ფიქსირებულ მისამართზე, იგი დარეკავს თქვენს მობილურ ნომერზე და თუ თქვენთან კავშირი არ განხორციელდა, გზავნილს დააბრუნებს საწყობში.
  • 3,4, ამანათის გაცემა მესამე პირზე ხდება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობა, პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. მინდობილობა
  • 3.5,ფორსრსმაჟორის შემთხევაში მომხმარებელს წინასწარ მიუვა შეტყობინება საკურიერო მომსახურების შესახებ. იმისათვის რომ მომხმარებელმაისარგებლოს საკურიერო სერვისითი აუცილებელია დააჭიროს კურიერის მომსახურების ღილაკს რომელიც ასახულია მის სამართავ პანელში
  • 4.1. ამანათების დაღზვევა გულისხმობს დამკვეთის მიერ შეძენილი პროდუქციის დაზღვევას, პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისიზარალის ანაზღაურებას.
  • 4.2. იმისათვის რომ დამკვეთმა ისარგებლოს დაზღვევით აუცილებელია, დამკვეთის პირად გვერდზე მონიშნოს დაზღვევის ღილაკი,ამანათის გასწვრივ. და გადაიხადოს დაზღვევის შესაბამისი თანხა
  • 4.3. დაღზვევის მომსახურება შეადგენს მომხმარებლის მიერ დეკლარირებული პროდუქციის ღირებულების 1%-ს . და იგი უნდა დაიფაროს ამანათის საქართველოში გადმოგზავნამდე.
  • 4.4 კერძო პირის მიერ გამოგზავნილი გზავნილი ავტომატურად დაზღვეული არ არის.
  • 4.5 გზავნილი, რომელსაც ორიგინალი ინვოისი თან არ ერთვის არ დაიზღვევა.
  • 4.6 მსხვრევადი საქონელი დაზღვევის მიერ არ ანაზღაურდება, თუ შეფუთვა ვიზუალურად დაზიანებული არ არის.
  • 4.7 მოცულობის შემცირების სერვისი დაზღვეულ გზავნილზე არ განხორციელდება და გზავნილი გადაიგზავნება ორიგინალი შეფუთვით.
  • 4.8. შ.პ.ს "სენდექსი"-ი არ არის პასუხისმგებელი ისეთ დაზიანებულ ამანათზე რომლის შეფუთვა არ არის დაზიანებული, დახეული, გახნსილი,შეჭყლეტილი ტრანსპორტირების დროს, და მსგავს პროდუქციაზე არ ვრცელდება დაზღვევა.
  • 4.9. დაზღვევა არ ვრცელდება ისეთ მტვრევად ნივთებზე როგორიცაა: მინის ნაწარმი, კომპიუტერის ეკრანები, ჭურჭელი, და მსგავსი ადვილად მტვრევადი პროდუქცია, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მათი შეფუთვა აშკარად დაზიანებულია (შეჭეჭყილი, დაგლეჯილი, განადგურებული)
  • 4.10. შ.პ.ს „სენდექსი“ არ აგებს პასუხს პროდუქციის ვარგისიანობაზე, ხარისხზე, და მათ რაოდენობაზე. შ.პ.ს „სენდექსი“ აანაზღაურებს ზარალსმხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელი წარმოადგენს დეკლარირებული ამანათის ფასის შესაბამის, ინვოისს და სხვა ხარჯებისწარმოშვების დამადასტურებელ საბუთს რაც უშუალოდ კავშირშია დაზიანებულ, დაკარგულ ნივთთან და მის დეკლარირებულ ფასთან.
  • 4.11. შ.პ.ს „სენდექსი“ არ აგებს პასუხს არცერთ დაუზღვეველ ნივთზე მათი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
  • 5.1 გზავნილი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს (ტრანსპორტირების ჩათვლით) ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განბაჟებულ უნდა იქნას მომხმარებლის მიერ.
  • 5.2 მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს დეკლარირება> www.sendex.ge გვერდზე არსებული ,,ახალი ამანათის დეკლარირება,, ფორმულარის შევსებით. ამანათები დეკლარაციის გარეშე დარჩება შესაბამის საწყობში, სანამ არ მოხდება მათი სრული დეკლარირება.
  • 5.3 დეკლარირების სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას ღებულობს მომხმარებელი.
  • 5.4 ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია დამკვეთი, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთმა არ გადაიხადა ბაჟი, ვერ ჩაეტიაშესაბამის ვადებში (ბაჟის გადახდის) მიუთითა შემსრულებელს არასწორი ინფორმაცია დეკლარაციაში, დამკეთი არის 100% ითპასუხისმგებელი აღნიშნულ საკითხზე, და დამკვეთის მიერ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე თუ დაზარალდა შ.პ.ს „სენდექსი“ დამკვეთი ზარალს აუნაზღაურებს შ.პ.ს „სენდექს“ სრულად.
  • 6.1 მომხმარებლის მიერ აკრძალული პროდუქციის გადაგზავნის შემთხვევაში კომპანია „სენდექსი“ პასუხს არ აგებს საქართველოში საქონლის მოწოდებაზე, ან საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის დაყადაღებაზე.
  • 6.2 თუ მომხმარებელი აკრძალულ პროდუქციას მაინც გადაგზავნის კომპანია "სენდექსი"ს" უცხოეთის საწწყობებში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას უკან გადაუგზავნოს აკრძალული გზავნილი ონლაინ-მაღაზიას ან ფიზიკურ პირს, რომელმაც გზავნილი გამოაგზავნა. ზემოხსენებული დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება და დაჯარიმდება 100% გაწეული ტრანსპორტირების ხარჯით. შეზღუდული საქონლის სრული სიის სანახავად, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს http://www.mof.ge ვებგვერდს.
  • 7.1 ტრანსპორტირების გადასახადი (ინვოისი) იგზავნება შესაბამისი ამანათის წონის სისტემაში შეყვანისას.
  • 7.2 ტრანსპორტირების ინვოისის გადაგზავნიდან სამი დღის განმავლობაში გადახდილ ამანათებს კურიერი ამანათს მიუტანს დანიშნულების ადგილზე. (აუცილებელია ტრანსპორტირების საფასურის დროული გადახდა აგრეთვე კურიერის სერვისის მონიშვნა გადახდამდე).
  • 7.3 ავია რეისის დაგვიანებაზე ფორს-მაჟორული მიზეზების გამო, კომპანია "სენდექსი"პასუხს არ აგებს.
  • 8.1 კომპანია „სენდექსი“ პასუხისმგებლობას არ იღებს ონლაინ - მაღაზიების მიერ შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი / ზომა), შეკვეთები ხორციელდება მომხმარებლის მიერ გადმოგზავნილი ლინკებით (ბმული) და მხოლოდ ჩვენს მიერ შეცდომით შეკვეთილ პროდუქციაზე მოხდება თანხის სრული ანაზღაურება.
  • 8.2 კომპანია „სენდექსი“ ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისზე, რაც აღწერილია კომპანიის ვებ-გვერდზე.
  • 8.3 მომხმარებელი ეთანხმება, რომ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს.
  • 8.4 ელ-ფოსტით გამოგზავნილი წერილები, ჩატი და სატელეფონო საუბრები ინახება და კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ.